ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი

16 დეკ 2025

,,ბიაფი’’ 2025 - ფესტივალის კვირეული დასასრულს უახლოვდება. ფესტივალის ფარგლებში დღეს ბოლო კინო ჩვენებები მიმდინარეობს.

მაყურებლემა დღეს უკვე ნახა ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები, მათ შორის გიორგი ბერიძის საავტორო ფილმი ,,კამპეტა“, ლევან ბირკაძის ,, კაფე რეზიზტენსი“, ლინდა ჯაიანის ,, ტელეგრამა“. 

,, ბიაფის’’ ფესტივალის ფარგლებში კინოს მოყვარულებს შესაძლებლობა ჰქონდათ, 4 დღის განმავლობაში როგორც სრულმეტრაჟიანი ისე მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექციას გაცნობოდნენ.

ნაჩევენები იყო რამდენიმე სექციაში სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე წლის გამორჩეული ფილმები 20 ქვეყნიდან.

,, ბიაფი’’ ხვალ ხელოვნების უნივერსიტეტში 19:00 საათზე დაიხურება , გამარჯვებული ფილმების ავტორებს აუდიტორიის პრიზი გადაეცემათ.