16 დეკ 2025
უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა. 35 ქვეყანასთან ერთად ინიციატივას საქართველო შეუერთდა. დოკუმენტს ხელი ჰააგაში მაკა ბოჭორიშვილმა მოაწერა.
ისაუბრა როგორც უკრაინაზე ასე საქართველოზე. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით დღესაც გრძელდება ბრძოლა არსებული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით რომ რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგად მოქალაქეების დარღვეული უფლებები არ მიეცეს დავიწყებას.
მისი თქმით, საქართველოს ყველაზე კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ნორმების დაცვა.