„კარგი მასპინძელი 2025“ დაჯილდოება

16 დეკ 2025

ამ წუთებში ბათუმში „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო სასტუმროების დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს.  

პროექტი ევროპული მოდელის „Good Host“-ის ანალოგია და მიზნად ისახავს, ქალაქგარეთ გამორჩეული სტუმართმასპინძლობის, ავთენტური გარემოს, ვიზუალის მქონე საოჯახო-სასტუმროების პოპულარიზაციასა და სტიმულირებას განავითარონ ტურისტული ბიზნესი.

პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროექტების განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება.