უკრაინაში რუსეთის იერიშებს კიდევ 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

07 აგვ 2025

სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა უკრაინაში რუსეთის თავდასხმების შედეგად. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, სხეულის სხვადასხვა დაზიანებამ 30-ზე მეტმა პირმა მიიღო.

თავდასხმები განხორციელდა ზაპოროჟიეს რეგიონში, დაიბომბა სულ მცირე 12 დასახლებული პუნქტი. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სატრანსპორტო საშუალებები.

რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანა ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვისა და სუმის რეგიონებშიც.