17 დეკ 2025
1-ელი იანვრიდან, ერთი წლის განმავლობაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის მხოლოდ სპორადულ რეგისტრაციას განახორციელებს, რომლის ფარგლებში სააგენტოს უფლებამოსილება ექნება მუნიციპალიტეტებში,თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება და მისი იდენტურობა უზრუნველყოს.
სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, მოქალაქე ვალდებული იქნება ნაკვეთის დასარეგისტრირებლად სააგენტოს თავად მიმართოს.
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესის და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
კანონპროექტის მიხედვით საჯარო რეესტრს 2027 წლის 1-ელ იანვრამდე სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების უფლებამოსილება მიენიჭება.
კანონში შეტანილი ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ახალი ინსტიტუტის, ,,სახელმწიფო ამგეგმავის“ შექმნას.