კვების ობიექტების შემოწმება ზამთრის კურორტებზე

17 დეკ 2025

ზამთრის ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, სურსათის ეროვნული სააგენტო ზამთრის კურორტებზე არსებული საზოგადოებრივი კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლს ააქტიურებს.

ამ ეტაპზე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურსა და ფასანაურში მდებარე ობიექტები შემოწმდა.

სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, ნედლეულისა და მზა სურსათის შენახვის, დამზადებისა და რეალიზაციის სათანადო პირობები, ვადები, ეტიკეტირება, ჰასპის დანერგვა, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია არის ის ძირითადი მოთხოვნები, რომლებსაც ბიზნესოპერატორები უნდა აკმაყოფილებდნენ.

სახელმწიფო კონტროლის პარალელურად, სააგენტოს ინსპექტორები მუდმივად გასცემენ რეკომენდაციებს და ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს აცნობენ.

2025 წელს  სახელმწიფო კონტროლი 7000-მდე საზოგადოებრივი კვების ობიექტში ჩატარდა, გამოვლინდა 1600-მდე სამართალდარღვევა.