ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს

07 აგვ 2025

ევროკავშირი კვლავ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რეგიონში სტაბილიზაციისა და კონფლიქტების მოგვარების ძალისხმევაში ჩართულობის ერთგული რჩება, - ამის შესახებ ევროკავშირის პრეს-სპიკერის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელდა.

როგორც ევროკავშირის პრეს-სპიკერი აღნიშნავს, ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია.