უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიას საქართველო შეუერთდა

17 დეკ 2025

34-მა  ქვეყანამ და ევროკავშირმა უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დააფუძნეს.

მას საქართველოც შეუერთდა, კონვენციას ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

დიპლომატიურ კონფერენციას 50 ქვეყნის ლიდერი და მაღალი დონის წარმომადგენელი დაესწრო, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თქვა, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, რათა მიიღოს კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რომელიც ქვეყანასა და მის მოსახლეობას  უსამართლო ომის შედეგად მიადგა.