ვოლოდიმერ ზელენსკი ომში დაშავებულ მებრძოლებს შეხვდა

17 დეკ 2025

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდებში, აარდენბურგის სამხედრო რეაბილიტაციის ცენტრში დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცები მოინახულა.

ზელენსკიმ დაჭრილ მეომრებს გადასცა სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის, ორდენი „სიმამაცისთვის“ და მედალი „უკრაინისთვის გაწეული სამხედრო სამსახურისთვის“.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ნიდერლანდებს უკრაინელი მეომრებისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.