მართვის მოწმობების ამნისტიის კანონპროექტი

17 დეკ 2025

თუ კანონპროექტი კანონის სახეს მიიღებს მაშინ, ავტომობილის მართვის უფლება , რომელიც სხვდასხვა მიზეზით ჩამორთმეული აქვთ მძღოლებს, ვადაზე ადრე დაუბრუნდებათ, თუმცა ეს იქნება ეტაპობრივი პროცესი, რომელიც იანვრიდან დაიწყება და პირველ რიგში მართვის მოწმობა დაუბრუნდება იმ მძღოლს, რომელსაც ავტომობილის მართვის უფლება ქულების განულების გამო შეუჩერდა. 

ანონპროექტის მიხედვით, ამნისტია შეეხება ყველას, გარდა მძიმე ნარკოდანაშაულში ბრალდებულებისა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვა/გასაღებას გულისხმობს. ამნისტია ასევე არ შეეხება იმ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პირისთვის ჩამორთმეულ მოწმობას, რომელსაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ან გარდაცვალება მოჰყვა.

სტატისტიკური მონაცემებით, სხვადასხვა მიზეზით, სულ 35 445 მართვის მოწმობაა შეჩერებული.