მონეტარული პოლიტიკა უცვლელი რჩება

17 დეკ 2025

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.0 პროცენტზე შეინარჩუნა.  

მათივე ცნობით, ინფლაციის ტემპმა ნორმალიზაცია დაიწყო და ნოემბრის მდგომარეობით 4.8 პროცენტი შეადგინა.  

ეროვნული ბანკის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სებ-ი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას განიხილავს თუკი ინფლაცია სებ-ის სამიზნე 3%-ს დაუახლოვდება.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მიუთითებს, რომ მაღალინფლაციური სცენარის რეალიზების შემთხვევაში, არც განაკვეთის გაზრდას არ გამორიცხავენ.