"აწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერა

17 დეკ 2025

ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბროკერო კომპანია „ფორსაით ბროკერსის" და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესმა" 200 000 000 ლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა. 
ემისიის მიზნობრიობას 2023 წელს გამოშვებული 130 მილიონი ლარის ობლიგაციების რეფინანსირება და პორტფელის ზრდა წარმოადგენს. „რიკო ექსპრესის“ ბონდები 80%-ით უზრუნველყოფილია საკრედიტო პორტფელით, მისი ვადიანობა 5 წელს შეადგენს.