17 დეკ 2025
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა წყალბურთის კლუბმა „აპოლომ“ ახალი ტრანსფერი ოფიციალურად წარადგინა.
დედაქალაქურ კლუბს უნგრელი, ლეგენდარული მოთამაშე დენეშ ვარგა შეუერთდა. ვარგას, როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე, ყველა მნიშვნელოვანი ტურნირი მოგებული აქვს - მათ შორის ოლიმპიური თამაშები, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები, ასევე ჩემპიონთა ლიგა და ევროპის თასიც.
ინდივიდუალურად დენეშ ვარგა 2014 წელს მსოფლიოსა და ევროპის საუკეთესო წყალბურთელად დასახელდა. 38 წლის თავდამსხმელი ბოლოს უნგრულ გრანდში, „ფერენცვაროში,“ თამაშობდა.
ცნობისთვის თებერვალში „აპოლო“ კონფერენციის ლიგის გათამაშების ჯგუფური ეტაპზე ითამაშებს, სადაც C ჯგუფში მისი მეტოქეები „მონპელიე,“ „დე აკერი“ „პრიმორიე რიეკა“ და „ჰონვედი“ იქნებიან. მატჩები 20-22 თებერვალს გაიმართება.