ლიტერატურული პრემია „ანას“ გამარჯვებულები

18 დეკ 2025

ლიტერატურული პრემია „ანა“-მწერალთა სახლში  დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.  პრემია ქალ ავტორებს გადაეცათ, რომლებმაც თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.    გამარჯვებულები საკონკურსო კომისიამ გამოავლინა. ლიტერატურული პრემია „ანა“ მიზნად ისახავს ქალ ავტორთა მხარდაჭერასა და მათი შემოქმედების პოპულარიზაციას.