18 დეკ 2025
ტურიზმის კერძო სექტორის წარმომადგენლები ტურიზმის ინდუსტრიის 2025 წლის შუალედურ შედეგებსა და 2026 წლის გეგმებს გაეცნენ. შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის თანაორგანიზებით გაიმართა.
აღინიშნა, რომ საქართველოში ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია, რომელსაც უდიდესი წვლილი შეაქვს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2025 წლის სამი კვარტლის მონაცემებით ქვეყანამ ტურიზმიდან რეკორდული შემოსავალი 3.6 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5%-ით მეტია. შეხვედრაზე ასევე დაანონსდა რომ საქართველო 2026 წელს აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენის ITB შანხაის ოფიციალური მასპინძელი ქვეყანა იქნება.