დებატები ევროპარლამენტში - საქართველოს საკითხი

18 დეკ 2025

საქართველოსთან დაკავშირებით  ევროპარლამენტში გამართული კრიტიკის საპასუხოდ ისმოდა  ხელისუფლების მხარდამჭერი  განცხადებით. 
ევროდეპუტატების ნაწილი რომელიც „ ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს აცხადებს, რომ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის  თავისუფლება იზღუდება და ახალი კანონები ევროკავშირის მთავარ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
ევროპარლამენტართა ის ნაწილი კი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას გამოხატავდა აცხადებდა, რომ ევროკავშირს საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით უფრო მყარი იმედი უნდა ჰქონდეს და ისეთი მტრის გვერდით, როგორიც რუსეთია დაცვის გარანტიას სწორედ ევროკავშირი უნდა აძლევდეს.  ხაზი გაესვა სამხედრო დაცვის მექანიზმსაც და აღნიშნეს, რომ საფრთხის შემთხვევაში ვერც ნატოს ძალები დაიცავენ, რადგან ქვეყანა  არც ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრია.