18 დეკ 2025
ბიუჯეტის საკითხის განხილვის დაწყებამდე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს.
„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრებმა 20 ივნისის საქმეზე გააკეთეს აქცენტი და კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ გიორგი გახარიას ხელისუფლება დევნის. ისინი 20 ივნისის საქმეზე ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა კი ოპოზიცია ხელისუფლების წინააღდეგ მიზანმიმართულ ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდაში დაადანაშაულეს და ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართ გაჟღერებულ განცხადებებს უპასუხეს.