ბავშვების შიმშილობა ღაზაში - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება

08 აგვ 2025

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაამტკიცა გეგმა, რომლის მიხედვითაც, ისრაელი ქალაქ ღაზაზე სრულ კონტროლს დაამყარებს.

მისივე თქმით, გეგმა გულისხმობს პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ქალაქიდან და  სახმელეთო შეტევის დაწყებას. 

ინფორმაცია ნეთანიაჰუმ Fox News Channel-სთვის მიცემულ ინტერვიუშიც დაადასტურა, რომ ისრაელს სურს ტერიტორიის გადაცემა არაბული ძალებისთვის, რომლებიც მას მომავალში მართავენ, თუმცა არ დააკონკრეტა მმართველობის კონკრეტული მექანიზმები ან რომელი არაბული ქვეყნები შეიძლება მასში იყვნენ ჩართულნი.