ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

09 აგვ 2025

უბედური შემთხვევა ხულოში - ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მთა ზორტიყელთან მაღალი გამავლობის ტრანსპორტი გზიდან გადავარდა, რის შედეგადაც 40 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა. დაშავებული მძღოლი კლინიკაშია გადაყვანილი.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276 მუხლით დაიწყო.