პრეზენტაცია ცესკო-ში

18 დეკ 2025

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში   ახალი ვებპლატფორმის „დეზინფორმაციის რეესტრის“ პრეზენტაცია გაიმართა.  როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რეესტრი წარმოადგენს საჯარო, გამჭვირვალე და სისტემატიზებულ პლატფორმას, სადაც თავმოყრილია ის დეზინფორმაციული განცხადებები რომელთა მიზანია საზოგადოებაში არასწორი აღქმების ჩამოყალიბება და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია. აღსანიშნავია, რომ რეესტრში დეზინფორმაციასთან ერთად წარმოდგენილია შესაბამისი, გადამოწმებული და ფაქტებზე დამყარებული ზუსტი ინფორმაცია, რაც მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ   ინფორმაცია პირველწყაროდან.