18 დეკ 2025
„მომთაბარე მეცხვარეობა თუშეთში- ამბავი მთებსა და ადამიანებზე“- მასიმო მირაბელას ფოტო გამოფენა ბსუ- ში გაიმართა. იტალიელი მეცნიერი მასიმო მირაბელა საქართველოში პირველად 2023 წელს ჩამოვიდა.
მან ვენეციის უნივერისტეტთან ერთად ეთნოარქეოლოგიის მიმართულებით, საქართველოში მომთაბარეების ცხოვრებაზე, კერძოდ კი თუშეთის მეცხვარეობაზე კვლევა დაიწყო. ფოტო გამოფენა აღნიშული კვლევის ერთ-ერთი ნაწილია. რომელიც თუშურ ტრადიცეიბს ასახავს და ეთნოგრაფიული თალსაზრისით მნიშვნელოვანი კვლევის ნაწილს წარმოადგენს.
პროექტი იტალიის საგარეო საქქმეთ სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა. დღესვე დაგეგმილია მასიმო მირაბელას ფილმის ჩვენებაც და სამეცნიერო ჟურნალის „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე“ გამოცემის პრეზენტაცია.