პრეზიდენტის ოფიციალური შეხვედრები სერბეთში

18 დეკ 2025

ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა  და გეოპოლიტიკური ვითარება-ეს იყო მთავარი საკითხები, რომლებზეც საქართველოს პრეზიდენტმა სერბეთის პრეზიდენტთან  ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოვებულ ფორმატში შეხვედრის დროს ისაუბრა.

მხარეებმა საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი, მათ შორის დარგობრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მათი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

ხაზი გაესვა რეგიონულ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ფონზე შუა დერეფნის გაზრდილ მნიშვნელობას. 

„სერბეთის სასახლეში“ გამართულ პირისპირ შეხვედრაზე კი  კოლეგებმა საქართველოსა და სერბეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური და კულტურული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტი  სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარეს  შეხვდა. ისაუბრეს პარლამენტთაშორისი დიალოგის ხელშეწყობაზე.

ხაზი გაესვა სერბეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ჩამოყალიბების მნიშვნელობას.

აქვე გეტყვით რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტის პირველი ვიზიტია სერბეთში.