ბენზე, ბარცხანა, ორთაბათუმი, გოროდოკსა და წინსვლაში, ასევე ფაღავასა და მაქაცარიას ქუჩებზე წყალმომარაგება შეიზღუდა - ბათუმის წყალი

09 აგვ 2025

მდინარეზე სიმღვრივის მომატების გამო, დღეს 23:30 საათამდე, გარკვეულ უბნებში წყალმომარაგება შეიზღუდა. ინფორმაციას კომპანია "ბათუმის წყალი" ავრცელებს.

"უხვი ნალექის შედეგად, მდინარეზე სიმღვრივის მომატების გამო, დღეს 23:30 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდათ ბენზე, ბარცხანა, ორთაბათუმი, გოროდოკსა და წინსვლაში, ასევე ფაღავასა და მაქაცარიას ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს.

 

ბათუმის წყალი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.