18 დეკ 2025
ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი იმართება. ორდღიან შეხვედრაზე ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ უზრუნველყონ უკრაინის დაფინანსება 2026-2027 წლებში, მათ შორის სამხედრო და თავდაცვითი საჭიროებებისთვის.
ასევე იმსჯელებენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე და მშვიდობის მიღწევის დიპლომატიურ ძალისხმევაზე. სამიტში მონაწილეობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.
სამიტზე განიხილავენ ევროკავშირის გაფართოებას. სამიტის დაწყებამდე განცხადებები გაკეთდა საქართველოსთან დაკავშირებითაც.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ამბობს, რომ არ აპირებენ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის საკითხთან დაკავშირებით წინსვლას, სანამ მთავრობა არასწორ ნაბიჯებს დგამს.