18 დეკ 2025
ბათუმის იუსტიციის სახლში მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთები გამოიფინა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მაღაზია „რე-მარკეტის“ პროდუქცია, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებშია დამზადებული.
აქსესუარების, ნახატების, ნაქარგების, ჩანთების, სამკაულებისა და სხვა ნაკეთობების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა მსჯავრდებულების პირად შემოსავალს წარმოადგენს.
ღონისძიება მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივით, იუსტიციის სახლის ხელშეწყობითა და იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მხარდაჭერით გაიმართა.
ანალოგიური ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში დედაქალაქსა და რეგიონებში იმართება მაღაზია "რე-მარკეტში " ამ დროისთვის 130 მსჯავრდებული, პრობაციონერი და ყოფილი პატიმარია დასაქმებული.