მომთაბარე მეცხოველეობა თუშეთში - გამოფენა ბსუ-ში

18 დეკ 2025

„მომთაბარე მეცხვარეობა თუშეთში- ამბავი მთებსა და ადამიანებზე“-  მასიმო მირაბელას ფოტო გამოფენა ბსუ-ში გაიმართა.

იტალიელი მეცნიერი მასიმო მირაბელა საქართველოში პირველად 2023 წელს ჩამოვიდა. მან ვენეციის უნივერსიტეტთან ერთად ეთნოარქეოლოგიის მიმართულებით, საქართველოში მომთაბარეების ცხოვრებაზე, კერძოდ კი თუშეთის მეცხვარეობაზე კვლევა დაიწყო.