18 დეკ 2025
,,შემოქმედების იმპულსები” - ამ სახელწოდებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა შემოქმედებითი ღონისძიება გამართეს.
სტუდენტებმა სააქტო დარბაზში მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინეს. ახალგაზრდებმა წაიკითხეს საკუთარი ლექსები და ამონარიდები.
ღონისძიების მიზანი სტუდენტური თვითგამოხატვის ხელშეწყობაა.