18 დეკ 2025
ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმში ცნობილი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, ცისანა ანთაძის საიუბილეო საღამო გაიმართა.
პოეტს 85 წლის იუბილე მიულოცეს და მის შემოქმედებაზე ისაუბრეს. ცისანა ანთაძე ათზე მეტი წიგნის ავტორია, მისი ლექსები და მონოგრაფიები, ასევე, პუბლიცისტური წერილები წლების განმავლობაში სხვადასხვა გამოცემაში იბეჭდებოდა.
პოეტი არაერთი ლიტერატურული პრემიის მფლობელია.