ბათუმის მთავარი ნაძვის ხე 20 დეკემბერს აინთება

19 დეკ 2025

ბათუმის მთავარი ნაძვის ხე 20 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სადღესასწაულო ღონისძიებები ევროპის მოედანზე 17:00 საათიდან დაიწყება, სადაც პატარებისთვის ანიმატორები შექმნიან საახალწლო განწყობას. 19:30 საათიდან კი საზეიმო კონცერტი გაიმართება.

ბათუმში საახალწლო ღონისძიებები 20 დეკემბერს დაიწყება და 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.