19 დეკ 2025
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტთან, ალექსანდარ ვუჩიჩთან დელეგაციების მონაწილეობით გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი, თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონულ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ფონზე შუა დერეფნის გაზრდილ მნიშვნელობას.
პრეზიდენტის ვიზიტი მთელი დღის განმავლობაში დატვირთული იყო შეხვედრებით, გაიმართა პრესკონფერენცია.
მიხეილ ყაველაშვილს სერბეთის პატრიარქმა ტაძარში უმასპინძლა. პრეზიდენტმა სერბეთში, ავალას მთაზე უცნობი გმირის მემორიალი გვირგვინით შეამკო.