პანკისში ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტი გამოავლინეს

19 დეკ 2025

პანკისის ხეობაში ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტი გამოავლინეს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმასტურში, მოქალაქის საკარმიდამო ეზოდან ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 57 დაუფირნიშებელი მორი.

ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და დაწყებულია გამოძიება.