განათლების მინისტრის ვიზიტი უნგრეთში

19 დეკ 2025

საქართველოს განათლების მინისტრმა ბუდაპეშტში უნგრეთის კულტურისა და ინოვაციის მინისტრთან ოფიციალური შეხვედრა გამართა.  

მხარეებმა, ორმხრივი შეხვედრის ფორმატში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების გზებსა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს.  

გივი მიქანაძემ ბალაშ ჰანკოს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეები გააცნო და საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმების მნიშვნელობაზე.  

საუბარი შეეხო საქართველოსა და უნგრეთის პროფესიულ კოლეჯებს შორის კავშირების გაფართოებას. მათ შორის, ქართველი მასწავლებლებისთვის უნგრეთის პროფესიულ სასწავლებლებში სტაჟირების გავლის შესაძლებლობას.