ბათუმში თვითნებურად შეზღუდული პარკირების სივრცეების გათავისუფლება გრძელდება 

19 დეკ 2025

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, თვითნებურად შეზღუდული პარკირების სივრცეების ბოძკინტებისგან გათავისუფლების პროცესი გრძელდება. ბარიერი ზღუდავს მოქალაქეებს, ავტომობილი პარკირების სივრცეში განათავსონ.

სხვადასხვა სახის კონსტრუქციით საავტომობილო სადგომის პირადი მოხმარების მიზნით თვითნებური შეზღუდვა აკრძალულია. ფაქტზე სამართალდამრღვევი ფიზიკური პირი 500, იურიდიული პირი კი 2 000 ლარით ჯარიმდება.