ევროკავშირი უკრაინას 90 მილიარდით დაეხმარება

19 დეკ 2025

წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას ევროკავშირის კაპიტალის ბაზრებზე სესხის აღების გზით დააფინანსებენ, მომდევნო ორი წლის განმავლობაში 90 მილიარდი ევროს ოდენობით, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკომისიამ საბჭოს საკითხის გადაწყვეტის ორი გზა შესთავაზა: ერთი მხრივ, ევროკავშირისგან სესხის ბაზარზე აღება და მეორე მხრივ,  რეპარაციის სესხის გამოყოფა.

ევროკომისიის ხელმძღვანელის განცხადებით უკრაინა სესხს მხოლოდ რეპარაციების მიღების შემდეგ დაფარავს.

„მანამდე, აქტივები უძრავი დარჩება და კავშირი იტოვებს უფლებას გამოიყენოს ნაღდი ფული სესხის დასაფინანსებლად.

ეს არის გამოსავალი, რომელიც ერთად ვიპოვეთ და როგორც ბოლო კვირების განმავლობაში განვიხილეთ, უკრაინის დაფინანსება 2027 წლის შემდეგ იქნება შემდეგი მრავალმხრივი სავალუტო გეგმის განხილვის ნაწილი“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.