სტარტაპერი კომპანიების ჰაკათონი

19 დეკ 2025

60-ზე მეტი სტარტაპერი საქართველოს ყველა რეგიონიდან ორი დღის განმავლობაში ინოვაციურ შეჯიბრებაში ტურიზმის სფეროს თანამედროვე გამოწვევების დასაძლევად  მუშაობდა.

ჰაკათონი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ბათუმის ტექნოპარკის ორგანიზებით ქალაქ ბათუმში გაიმართა.

17 - მა გუნდმა ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს საკუთარი პროექტები წარუდგინა, 7 - მა მათგანმა პოტენციური ინვესტორის დაინტერესება შეძლო.

ისინი გუნდებად მუშაობდნენ რეალურ პრობლემებზე, შექმნეს პროტოტიპები, რომლებიც ჟიურის წინაშე წარადგინეს.

შეჯიბრში გამარჯვებულმა კომპანიამ პროექტის განვითარებისთვის გამოყოფილ გრანტთან ერთად პოტენციური ინვესტორიც შეიძინა - ერთ-ერთმა ტურისტულმა კომპანიამ მათთან თანამშრომლობისა და პროექტში შესაძლო ინვესტირების სურვილი გამოთქვა.

გამარჯვებული გუნდი 10,000 ლარიან გრანტს მიიღებს, რომელიც იდეის განვითარებას მოხმარდება.