„ ფიროსმანი “ - მუსიკალური დრამის პრემიერა

19 დეკ 2025

,, ფიროსმანი’’ - ზვიად ბოლქვაძის მუსიკალური დრამის პრემიერა ბათუმის  სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში.

სპექტაკლი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ცხოვრების ბოლო გზას- სიკვდილს აღწერს.

სპექტაკლში ფიროსმანის როლს მსახიობი კახა კობალაძე ასრულებდა, ხოლო სიკვდილის როლი მსახიობმა თათა თათარაშვილმა შეასრულა. დამდგმელი რეჟისორი ზაზა სიხარულიძეა.

სპექტაკლის მუსიკა აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო კაპელის მიერ ,ზვიად ბოლქვაძის დირიჟორობით ჩაიწერა.

სპექტაკლი სცენარისტს, მთარგმნელსა და დრამატურგს თამაზ გოდერძიშვილს ეძღვნება.