19 დეკ 2025
ბათუმელი მხატვრების, ძმების ვაჟა და გელა გორგილაძეებისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა.
საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო მათი შემოქმედება: ვაჟა გორგილაძის გობელენები და გელა გორგილაძის მიერ შექმნილი გრაფიკული ნამუშევრები.
გამოფენა სიმბოლურია სიცოცხლეში ძმების ერთ-ერთი მთავარი ოცნება ერთობლივი გამოფენის მოწყობა იყო გურიაში.
ეს სურვილი დღეს მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, განხორციელდა.