ავტომრბოლელების  დაჯილდოება

19 დეკ 2025

ავტომრბოლელების გალა-დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებაზე გამარჯვებულები სპორტის მინისტრმა დააჯილდოვა. 

„წლის საუკეთესო მრბოლელი“ სანდრო თავართქილაძე გახდა. ნომინაციაში „წლის საუკეთესო საერთაშორისო მიღწევა“ -დათა ქაჯაია დაჯილდოვდა.

ღონისძიებაზე გამოვლინდნენ სხვა ნომინაციებში გამარჯვებულებიც. წელს საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ისტორიაში პირველად ქართველმა მრბოლელებმაევრონასკარზე“ იასპარეზეს.

დავით ქაჯაია „პრო“ დივიზიონის „ჩელენჯერის“ ჩემპიონი გახდა, სანდრო თავართქილაძემ კი „ღია“ კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა.