თელ-ავივში მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური აქცია გაიმართა

10 აგვ 2025

თელ-ავივში მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური აქცია გაიმართა.

ათასობით ადამიანი ქუჩაში გავიდა და „ჰამასის“ მიერ დატყვევებული პირების გათავისუფლება, კიდევ ერთხელ, მოითხოვა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზაში ომის ესკალაციის გეგმას ეწინააღმდეგებიან და საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვენ.

ღაზაში ამ დროისთვის 50 მძევალი რჩება, ისრაელის მთავრობაში სჯერათ, რომ 20 მათგანი ცოცხალია.