19 დეკ 2025
საკრებულომ ცვლილება შეიტანა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, შპს „დინამო ბათუმი“-ს 100 %-იანი წილის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის №41 განკარგულებაში.
განხორციელებული ცვლილების შედეგად, განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, კერძოდ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის განკარგულებით გათვალისწინებული წილის საკუთრებაში გადაცემა მოხდება პოზიტიური პირობით, საკუთრებაში გადაცემული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის „სს საფეხბურთო კლუბი დბ 1923“-ის პირდაპირი მიყიდვის ფორმით. განკარგულების პირობებით განსაზღვრულია საბანკო გარანტიის წარდგენის, ინვესტიციის მოცულობისა და განხორციელების პირობები.
განკარგულებაში ასევე აღნიშნულია, რომ პოზიტიური პირობებით განსაზღვრული მოთხოვნის დაუცველობის შემთხვევაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემულ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საკუთრების უფლება უბრუნდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს.