ციტრუსის სეზონურ სამუშაოებს მთავრობის წარმომადგენლები გაეცნენ

19 დეკ 2025

აჭარაში ნარინჯისფერი რთველი აქტიურ ფაზაშია. ამ დროისთვის 20 000 ტონამდე სტანდარტული მანდარინია ექსპორტირებული, რომლის ღირებულება 12 მილიონ დოლარს შეადგენს.

გადამუშავდა 12 000 ტონამდე არასტანდარტული მანდარინი, რისთვისაც 4 მილიონ ლარამდე სუბსიდია გაიცა.

პროცესი გრძელდება, აჭარაში მუშაობს 20 მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო.

სეზონის მიმდინარეობასა და ციტრუსის დაბინავების პროცესს გაეცნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე.

მათ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოები მოინახულეს, სადაც ციტრუსის საწარმოო პროცესი მიმდინარეობს.