შეხვედრა მშენებელთა ასოციაციასთან

19 დეკ 2025

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანი იყო მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვა, სექტორში არსებული გამოწვევების შეფასება და სახელმწიფო-კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.