ბრიტანეთის მთავრობის განცხადება

19 დეკ 2025

საქართველო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო ფორმატებში, გმობს რუსეთის აგრესიას და მოითხოვს პასუხისმგებლობის დაკისრებას ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, – ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში, რომლის თარგმანსაც საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს. ბრიტანეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ საქართველო შეძლებს საკუთარი ენერგოუსაფრთხოების დაცვას რუსულ ნავთობზე მზარდი დამოკიდებულების შემცირებით.
„უკრაინისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. გაერთიანებულმა სამეფომ, 24 სახელმწიფოსთან ერთად, ხელი მოაწერა კონვენციას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიის შექმნას. ეს მკაფიო გზავნილია პუტინისთვის, რომ აგრესია და საერთაშორისო სამართლის დარღვევა უპასუხოდ არ დარჩება. კონვენციის ხელმომწერთა შორის არის საქართველოც, რომელიც აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას“ - ნათქვამია განცხადებაში.