19 დეკ 2025
ევროკომისიამ სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის მორიგი ანგარიში მიიღო. დოკუმენტში საუბარია საქართველოზეც. ძირითად მიგნებებში წერია, რომ „კონკრეტულად საქართველოს სავიზო პოლიტიკა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და საქართველომ 2024-2025 წლებში გადაუხვია თავისი გზიდან, მიუხედავად ბოლო წლების არაერთი რეკომენდაციისა".
ევროკომისია მიუთითებს, რომ მოწოდებების მიუხედავად, საქართველომ „დაარღვია ვიზების ლიბერალიზაციის დიალოგის დროს აღებული მრავალი ვალდებულება და ვერ შეასრულა სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მეშვიდე ანგარიშის რეკომენდაციები“.
ევროკომისიის განმარტებით, ამ მოვლენების გათვალისწინებით, შესაბამისი ზომები უნდა იქნას მიღებული ვიზების შეჩერების მექანიზმის ფარგლებში.