19 დეკ 2025
გორში, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველ ქვეით ბრიგადაში სამხედროების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება ჩატარდა. დაღუპული, დაჭრილ-დაშავებული და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შვილებს შობა-ახალი წელი თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა მიულოცეს.