თბილისში ხანძარი ლიკვიდირებულია

10 აგვ 2025

თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი იყო რომელიც უკვე ლოკალიზებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს. სპორტის სასახლის მიმდებარედ ცეცხლი ერთ-ერთი შენობის აგრეგატს გაუჩნდა. რამ გამოიწვია ხანძარი, ამ ეტაპზე უცნობია.