შეხვედრა ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან

20 დეკ 2025

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის განცხადებით, უკრაინის დელეგაციამ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან აშშ-ში შეხვედრები დაასრულა.
რუსტემ უმეროვის თქმით, ამერიკელ პარტნიორებთან შემდეგ ნაბიჯებსა და უახლოეს მომავალში ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი.
ცნობისთვის, 20-21 დეკემბერს აშშ-ში, მაიამიში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან შეხვედრებს გამართავს ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელი კირილ დმიტრიევიც.