ახალი მიმართულება რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში

20 დეკ 2025

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი მიმართულება ამოქმედდა - პაციენტები, არითმოლოგიურ სერვისებს უკვე ადგილზე იღებენ.  მომსახურება უპრეცედენტოა რეგიონში, რადგან აღნიშნული, მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიური სერვისისთვის, ბენეფიცირებს, დედაქალაქში უწევდათ წასვლა, ახლა კი კლინიკაშია ხელმისაწვდომი.

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელების განცხადებით, პაციენტებს, მომსახურებას თბილისიდან მიწვეული, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები გაუწევენ.  მათივე ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში, არითმოლოგიური სერვისების სრული სპექტრი მოქმედებს.  აღსანიშნავია, რომ კლინიკის სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო, ამ და სხვა ნებისმიერი სამედიცინო სერვისით როგორც ადგილობრივი, ისე - ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეები სარგებლობენ.