სპორტსმენების დაჯილდოება

20 დეკ 2025

საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოვების ცერემონიალი . 2025 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენებად ეთერ ლიპარტელიანი და სანდრო ბაზაძე დასახელდნენ.  სპორტის ზამთრის სახეობებში კი ჯილდოები ფიგურულ მოციგურავეებს - ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას ერგოთ.

საუკეთესო სპორტის სათამაშო სახეობებში გახდა კალათბურთელი თორნიკე შენგელია. წლის აღმოჩენა - „ოლიმპიური იმედი“ – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვახტანგ ლოლუა გახდა.  „ოლიმპიური იმედი“ – ფიგურული მოციგურავე ინგა გურგენიძე. მიმდინარე  წელს ქალთა სპორტის მიმართულებით საუკეთესო მწვრთნელები - მეგი ქადაგიძე  და თეიმურაზ ჯანჯღავა დასახელდნენ.

ასევე საუკეთესო მწვრთნელის წოდება  კახაბერ მოცრაძეს მიენიჭა. ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპორტული ჟურნალისტი, პოეტი, რედაქტორი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და სეოკის თანადამფუძნებელი პაატა ნაცვლიშვილი დაჯილდოვდა. 2025 წელს სეოკის ვერსიით საუკეთესო სპორტულ გუნდად ძიუდოს ნაკრები დასახელდა. ხოლო საუკეთესო ფედერაცია ფარიკაობის ფედერაცია გახდა.