20 დეკ 2025
„წლის ლიდერი“ ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პირები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული კულტურის განვითარებაში.
განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ერთ-ერთმა წამყვანმა გადაცემამ — „პროექციამ“, რომელიც თითქმის 20 წელია ეთერშია.
ნომინაციაში „მაყურებლის აღიარება“ - ჯილდო გადაეცა გადაცემის ავტორსა და წამყვანს — ზვიად სირაბიძეს. საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგის, შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირების მიერ გამართული ღონისძიების ფარგლებში „წლის ლიდერის“ ჯილდო გადაეცა ოცდაათ ქართულ და უცხოურ კომპანიას.